Confrance SARL (AVIAV TM) – ავიაციური ბროკერული კომპანიაა, რომელიც დაფუძნდა ათ წელიწადე მეტია ნიცაში. დღეს ფრანგული ფირმა ფლობს წარმომადგენლობებს და ახორციელებს თავის საქმიანობას 117 ქვეყანაში.
ჩვენი საქმიანობის არეა: საქმიანური, სამედიცინო და სატვირთო ავიაცია. ჩვენ წარმოგიდგენთ შემდეგი სახის მომსახურებებს:
– თვითმფრინავების და ვერტმფრენების გაქირავება,
– საჰაერო ტრანსპორტის გაყიდვა, გაუმჯობესება და მშენებლობა,
– კომერციული მენეჯმენტი (თვითმფრინავების და ვერტმფრენების მხარდაჭერა და უზრუნველყოფა),
– კოსმოსური და ავიაციური დაზღვევა,
– იურიდიული მხარდაჭერა (დიდი დავების რეგულირება აეროპორტების, ავიაკომპანიების მონაწილეობით),
– ავიაციური ექსპერტების კონსალტინგური მომსახურებები.
ConfranceSARL (AVIAV TM) მუშაობს ხუთ კონტინენტზე. როგორც ბაზრის უმსხვილესი მოთამაშე, კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ავიაციურ კორპორაციებთან, აეროპორტებთან და ავიაკომპანიებთან, აქვს ხელმისაწვდომობა 100 000 – ზე მეტ საჰაერო გემთან. ჩვენ ვუზრუნველყოფთ საქმიან, სამედიცინო და სატვირთო რეისებს კერძო პირებისათვის და ორგანიზაციებისათვის.
კომპანიის Confrance SARL (AVIAV TM) დამაარსებელი და გენერალური დირექტორი ვიტალი არხანგელსკი უკვე 20 წელია მუშაობს საავიაციო სფეროში. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ შეიძინა საჰაერო ტრანსპორტით და ავიაპორტებით მართვის გამოცდილება ევროპაში, რესეთში და მთელ მსოფლიოში.დღეს მთავარი ოფისი განთავსებულია ნიცას ცენტრში, ლეგენდარულ სასტუმრო Negresco – თან ახლოს.
კომპანიის საქმიანობა დაზღვევის და დაფინანსების სფეროში რეგულირდება ფრანგული სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის მიერ ORIAS (N 1005763), ბიზნესი სერტიფიცირებულია ISO 9000. მუშაობისას კომპანია იყენებს ხარისხის ასპროცენტიანი მართვის პრინციპს – (TQM – Total quality management).
Confrance SARL (AVIAV TM) შედის მსოფლიოს უდიდეს საავიაციო ასოციაციებში:
- EBAA (European Business Aviation Association),
- NBAA (National Business Aviation Association),
- EBAA France
-უსაფრთხოების სტანდარტები და მომსახურების ხარისხი შემოწმებულია და შეფასებულია (სერტიფიცირებულია) საერთაშორისო წამყვანი პროფესიონალური ორგანიზაციებით
- Wyvern Ltd. (გადაფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოწინავე სექტორი),
- ARGUS International (ტრანსნაციონალური აუდიტორული კომპანია, რომელიც ახორციელებს მრავალდონიან მრავალმხრივ შემოწმებას),
- რჩება უდიდეს მოთამაშედ დარგოვან გამოფენებზე უკვე 7 წელია,
- შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნილებებს თავის საქმიანობის სფეროში,
- ახორციელებს AML პოლიტიკას, თანამედროვე KYC პროცედურების გამოყენებით.
ჩვენი მსხვილი გარიგებები ხორციელდება ლონდონის, პარიზის, ტოკიოს, ვაშინგტონის წამყვანი იურიდიული კომპანიების მეშვეობით. დამკვეთების სახსრები ინახება სპეციალურ კლიენტურ ანგარიშებზე CIC ბანკში საფრანგეთში და ბუღგატერია იმართება კომპანიით CERES საფრანგეთში. კომპანია Confrance SARL (AVIAV TM)-ის პროფესიონალური პასუხისმგებლობა დაზღვეულია 20 მლნ. დოლარით.
კომპანია წარადგენს კომპლექსულ ავიაციურ ჩარტერულ სრულ უზრუნველყოფას ნებისმიერი გარიგების წარმართვისას. უახლესი ელექტრონული სერვისები იძლევა კლიენტების დისტანციური მომსახურების საშუალებას, თანამედროვე დაცვის სისტემების გამოყენებით. დარგის საუკეთესო სპეციალისტები დღედაღამ არიან მზად კლიენტებისათვის უზრუნველყონ კონსულტაცია და მხარდაჭერა.
Confrance SARL (AVIAV TM) – თქვენი შეუცვლელი პარტნიორი საქმიანი ავიაციის დარგში.